ზუგდიდში სპეცოპერაციისას დაკავებული შენგელიას ადვოკატი - ჩხრეკა ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა, დაკავებული თბილისში გადაჰყავთ

ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დავით (დადუ) შენგელია დააკავეს, რომელიც უკვე თბილისის მთავარ სამმართველოში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა პაატა სოტკილავამ განუცხადა, მისი დაცის ქვეშ მყოფი პირის საცხოვრებელ სახლში, ასევე ავტომობილში ჩხრეკა ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა.

ადვოკატი განმარტავს, რომ საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ ჩხრეკას ის პირადად ესწრებოდა, თუმცა არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ.

„შემიძლია გითხრათ, რომ საცხოვრებელ ბინაში ჩატარებულ ჩხრეკას ვესწრებოდი, თუმცა იქიდან არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ჯერჯერობით მუხლი, კვალიფიკაცია ჩვენთვის უცნობია. ჩხრეკა ცენტრალურმა კრიმინალურმა დეპარტამენტმა, ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველომ ჩაატარა. არ ვიცი, რას ეძებდნენ. ავტომობილისა და პირად ჩხრეკას არ ვესწრებოდი, ჯერჯერობით საქმის მასალები არ მაქვს. დაკავებული ქალაქ თბილისის მთავარ სამმართველოში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. თუ ავტომობილიდან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოიღეს, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა უნდა ჩატარდეს, რომელიც ხვალ ან ზეგ იქნება ცნობილი, როცა ბრალს წაუყენებენ“,-განაცხადა ადვოკატმა პაატა სოტკილავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა