მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარეში  გადავარდა

მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარეში  გადავარდა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მესტია-უშგულის გზაზე ავტომობილი მდინარე მულხურაში გადავარდა.

ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს მდინარიდან მანქანის ამოყვანის სამუშაოები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.