მამაკაცი, რომელიც რუსთავის "ცხელების ცენტრიდან" გაიქცა, სამართალდამცავებმა საკარანტინე სივრცეში დააბრუნეს

მამაკაცი, რომელმაც რუსთავის “ცხელების ცენტრი" დღეს თვითნებურად დატოვა, სამართალდამცავებმა იპოვეს და საკარანტინე სივრცეში დააბრუნეს. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ში დაუდასტურეს.
შუახნის მამაკაცი სასტუმრო "გრანდ ვეჯინის" საკარანტინე სივრციდან რუსთავის "ცხელების ცენტრში" გუშინ გადაიყვანეს, მას კორონავირუსი ლაბორატორიული კვლევის შედეგად არ დაუდასტურდა, რის შემდეგაც, დღეს დილით სამედიცინო დაწესებულება თვითნებურად დატოვა. პოლიცია მას მთელი დღე ეძებდა.

























