პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე შვებულებაში იმყოფება და დღეს რაიმე თემაზე ბრიფინგის გამართვა არ იგეგმება

პრესსამსახურის ინფორმაციით, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე შვებულებაში იმყოფება და დღეს რაიმე თემაზე ბრიფინგის გამართვა არ იგეგმება

ბათუმის მერიის პრესსამსახურიის ინფორმაციით, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე შვებულებაში იმყოფება. შესაბამისად, კომახიძის მიერ დღეს რაიმე თემაზე ბრიფინგის გამართვა არ იგეგმება. მერის მოვალეობას ვიცე-მერი ჯაბა ტუღუში შეასრულებს.

ოპოზიციის განცხადებით, ლაშა კომახიძეს თანამდებობის დატოვებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სთხოვს, რადგან მასთან დაპირისპირებაშია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი ბათუმის მერი ლაშა კომახიძე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება და "ქართულ ოცნებას" სიაში ჩასმას სთხოვს.

ცნობისთვის, გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე თანამდებობიდან წასვლას და 13 ივლისს მედიისთვის განმარტების გაკეთებას გეგმავდა.