COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი დაჯარიმდა

ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 1 სასტუმრო დააჯარიმა.

ჯარიმის ოდენობა შპს-სთვის 10 000 ლარი, ხოლო ინდივიდუალური მეწარმეებისთვის 2 000 ლარია. ამის შესახებ "ინტერპრრსნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

უწყების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით 90 რესტორანი შემოწმდა. რაც შეეხება სასტუმროებს, ინსპექტირების გავლის მიზნით 2242 სასტუმრო დარეგისტრირდა, აქედან 983-მა დააკმაყოფილა მოთხოვნები, 458-მა ვერა და 801 არ იყო მზად შემოწმების გასავლელად. ამასთან, შრომის ინსპექციამ დღეის მდგომარეობით 1 სასტუმრო დააჯარიმა.

იხილეთ ვიდეო: COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დაჯარიმდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა