მდინარე მულხურაში გადავარდნილ ავტომანქანაში მყოფ პირს ამ დრომდე ეძებენ

მდინარე მულხურაში გადავარდნილ ავტომანქანაში მყოფ პირს ამ დრომდე ეძებენ

მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში გადავარდნილ ავტომანქანაში მყოფ პირს ამ დრომდე ეძებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა.

სამაშველო სამსახურმა მდინარიდან მანქანა გუშინ ამოიყვანა, მამაკაცი, კი, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, ამ დრომდე ვერ იპოვეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.