ფოთში, უხვმა ნალექმა კვლავ პრობლემები შექმნა

ფოთში, უხვმა ნალექმა ქალაქის რამდენიმე უბანში კვლავ პრობლემები შექმნა. დატბორილია ქუჩები და ეზოები, გადაადგილება უჭირთ როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ისე მსუბუქ ავტომანქანებს. წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზეც შეაღწია.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ წყალმა საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანა. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.
“სამი დღის წინ იგივე სიტუაცია იყო, მოვიდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა და დაგვეხმარა წყლის ამოტუმბვაში, მაგრამ ბოლობდე მაინც ვერ ამოტუმბეს. ამის გამო ჩვენი სახსრებით გუშინ ვიქირავეთ მუშები დასახმარებლად. დღესაც შემოვიდა წყალი. სახლში ყველაფერი გაგვიფუჭდა და დაგვიზიანდა. ყოველი ძლიერი წვიმის დროს ასეთი მდგომარეობაა, როდემდე უნდა გაგრძელდეს არ ვიცით. მერიიდან იყვნენ და დახმარებას დაგვპირდნენ. სამი დღის წინ უხვი ნალექი რომ მოვიდა, ელექტროენერგია გაითიშა, შესაბამისად სატუმბი სადგურები არ მუშაობდა და დატბორვის მიზეზი ეს იყო, მაგრამ ამჯერად ელეექტროენერგია არ გათიშულა და რა გახდა მიზეზი, არ ვიცი ,“ - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა ნანული ძიგოევმა.
ფოთის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა სატუმბი სადგური გამართულად მუშაობს. მათივე თქმით,შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც მოსახლეობისთვის მიყენებულ ზარალს დაითვლის.

























