„ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” კახეთის მხარეში ტრენინგები მიმდინარეობს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, მთელი საქართველოს მასშტაბით, ფერმერთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს, რომელიც ფერმერთათვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის მხარეში მარცვლოვანი კულტურის, კერძოდ, „ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის მიღების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ” ტრენინგი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა, რომელმაც ფერმერთათვის დაგეგმილი სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებისა და ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ტრენინგის გახსნას ესწრებოდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს უფროსი ილია თამარაშვილი, რომელმაც ფერმერებთან საუბრისას ხაზი გაუსვა ქვეყანაში ხორბლის ხარისხის, მისი მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების, მოსავლის აღება-დაბინავების საკითხის მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ტრენინგის დასასრულს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებსა და ფერმერებს შორის საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს სხვადასხვა სახის აგრარული და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელებას მთელი ქვეყნის მასშტაბით,“-აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა