„ნაცმოძრაობის“ წევრი - თორნიკე რიჟვაძემ ბათუმელებს არჩევანი წაართვა, რომ არჩეული მერი გვყავდეს

თორნიკე რიჟვაძემ ბათუმელებს წაართვა არჩევანი, რომ გვყავდეს არჩეული მერი", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრმა გიორგი კირთაძემ აჭარის მთავრობის სახლთან ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი კირთაძე ბათუმის მერს ლაშა კომახიძეს მოუწოდებს, რომ 15 ივლისამდე გადადგეს, რადგან მოქალაქეებს ახალი მერის არჩევა შეეძლოს. გიორგი კირთაძის თქმით, თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერად მისი კადრის დანიშვნას გეგმავს, რომელიც თავმჯდომარის მითითებებს შეასრულებს.

თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, რომ თავისი ვინმე დანიშნოს ბათუმის მერად, რომელიც წელიწად ნახევრის განმავლობაში, ხალხის ნდობის გარეშე, მისი მორჩილი შემსრულებელი იქნება. თორნიკე რიჟვაძის ბავშვური თამაშები გავიგეთ... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ცალსახად რიჟვაძის სურვილი, მოთხოვნა და ზეწოლაა ბათუმის მერის მიმართ. მინდა მივმართო, ლაშა კომახიძეს, თუ აპირებს გადადგომას 15 ივლისამდე გადადგეს და ჩვენი თანაქალაქელების ახლად არჩეულმა მერმა მართოს ბათუმი. კარგად უნდა გავიხსენოთ, თორნიკე რიჟვაძის განცხადებები, როცა ამბობდა, რომ ბათუმის მერი მშენებლობას და ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის. მათი დაპირისპირება ჩვენ არ გვაინტერესებს, როცა ქალაქის ინტერესები ეწირება. როცა თორნიკე რიჟვაძეზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილსა და "ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს, რომლებმაც გადაწყვეტეს, რომ ყველაფერი კომახიძის ბრალია. ჩემი აზრით, კომახიძეს დაჰპირდებიან და გადააგდებენ, რიჟვაძემ ბათუმელებს წაართვა არჩევანი, რომ გვყავდეს არჩეული მერი", - განაცხადა გიორგი კირთაძემ,

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა