აუდიტის სამსახურის აუდიტს PricewaterhouseCoopers ჩაატარებს

პარლამენტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2020-2021 წლის ანგარიშგების აუდიტის განხორციელებისთვის აუდიტორი შეარჩია. როგორც პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გარე აუდიტს საერთაშორისო აუდიტორული კომპანია PricewaterhouseCoopers ჩაატარებს.

პარლამენტის პლენარულ სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, რომელიც საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს, შესაბამისი დადგენილების პროექტი წარადგინა.

„უკვე მეორე წელია აუდიტორის შერჩევის სტრუქტურა შეიცვალა და არჩევანი მსოფლიოს უმსხვილესი ე.წ. დიდი ოთხეულის წევრ აუდიტორულ კომპანიებზე კეთდება, ცნობისთვის 2019 წელს აუდიტის სამსახურის აუდიტი Deloitte Touche- მა განახორციელა. წელს გამარჯვებულად , საუკეთესო ტექნიკური და ფინანსური წინადადებების გათვალისწინებით PricewaterhouseCoopers დასახელდა,“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა