ფოთლების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვაზე 500-ლარიანი ჯარიმა წესდება

ფოთლების, ბაღის და/ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა 500 ლარით დასჯადი ქმედება ხდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება „ნარჩენების მართვის კოდექსში“ შედის. კოდექსის არსებული რედაქცია, აღნიშნული ქმედებისთვის 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების (მათ შორის, საბურავის, რეზინის და სხვა ელასტომერული მასალის) ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას გაზრდილი ოდენობის ჯარიმით - 1 500 ლარით.

რაც შეეხება სახიფათო ნარჩენებს, ფიზიკური პირები, რომლებიც სახიფათო ნარჩენებს საკანალიზაციო სისტემაში ან მიწისქვეშა ან/და ზედაპირულ წყლებში ჩაუშვებენ, დაჯარიმდებიან 5 000 ლარით, ნაცვლად 400 ლარისა, ხოლო იურიდიული პირები - 10 000 ლარით, ნაცვლად 1 000 ლარისა. სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ, აგრეთვე სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების არადანიშნულების კონტეინერში მოთავსება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით (400 ლარის ნაცვლად), ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით (1000 ლარის ნაცვლად).

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში