პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“  შუახევში რიგით 27-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა

პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ შუახევში რიგით 27-ე რაიონული ორგანიზაცია გახსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, გახსნის ცერემონიას პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ.

მათი ინფორმაციით, შუახევში დღესვე გაიმართა შეხვედრა ადგილობრივებთან. მათ მოსახლეობასთან ერთად შუახევში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და რაიონის განვითარების გეგმაზეც იმსჯელეს.

„ლელო საქართველოსთვის“ შუახევის გუნდს ზვიად დიასამიძე უხელმძღვანელებს.

„პრობლემა არის თითქმის იდენტური ყველგან, ადამიანები მიდიან სხვა ქვეყანაში სარჩო-საბადებლის საძებნელად. ეს რეალობა ჩვენ უნდა შევცვალოთ და დავუბრუნოთ ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ქართველები თავიან მიწას და მივცეთ მათ საშუალება, რომ აქ ჰქონდეთ პერსპექტივა და სამუშაო ადგილები, გამოკვებონ თავიანთი ოჯახი, რათა ფეხზე დადგნენ ღირსეულად. ეს არის „ლელოს“ მისია, შუახეველებს კი მადლობა ამ არაჩვეულებრივი და გულწრფელი დახვედრისათვის“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, აჭარას უდიდესი პოტენციალი აქვს.

„ლელოს“ დროშა აღვმართეთ შუახევის რაიონში. არაჩვეულებრივ, ულამაზეს რაიონში, სადაც ცხოვრობენ შრომისმოყვარე, გამრჯე და პატრიოტი ადამიანები, სადაც ჩვენ აუცილებლად შევძლებთ პრეცედენტის შექმნას, რომ აქაური გლეხი აღარ წავიდეს რაიონიდან, პირიქით, ვინც წასულია ის დაბრუნდეს, რადგან შუახევის დაცარიელება ეს არის ჩვენი ქვეყნის დაცარიელება. რეგიონს აქვს უდიდესი პოტენციალი, საკურორტო ზონის სახით, ჩირუხის მთა, რომელიც ცნობილია და ჩირუხის მთაზე უნდა ვნახოთ გამართული, თანამედროვე კურორტი, რომელიც იქნება სამაგალითო აჭარისთვის“,- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"ლელო საქართველოსთვის" წევრის ირაკლი კუპრაძის თქმით, „ლელო“ თითოეული მოქალაქის სახლში უნდა შევიდეს იდეებით და ისაუბროს არა მხოლოდ პრობლემებზე, არამედ მისი გადაწყვეტის გზებზე.

„ჩვენი უმთავრესი მიზანია, დავაბრუნოთ სიცოცხლე და ემიგრაციაში წასული ადამიანები ჩვენს ულამაზეს მხარეებში. რადგან უპატრონოდ არ უნდა დარჩეს ჩვენი მხარეები და უპატრონო ეკლესიას ეშმაკები არ უნდა დაეპატრონონ. ამისთვის მოვედით ახალგაზრდები და აუცილებლად მივიყვანთ საქმეს ბოლომდე“, - აღნიშნავს ირაკლი კუპრაძე.

პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განმარტებით, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

„ყველა არჩევნები გზის გასაყარია. ადგილობრივებთან საუბრისას მათ აინტერესებდათ, სხვა ქალაქებში და კუთხეებში რა იგრძნობა, მე კი ვუპასუხე, რომ 2003 და 2012 წელს რაც იგრძნობოდა, ის. ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლების შეცვლის ქარი უბერავს ყველა ქალაქში და ამას ყველა ვგრძნობთ. ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ უკეთესით უნდა შეიცვალოს, რადგან სხვა შემთხვევაში ექნება მოკლევადიანი ეფექტი. მე ვდგავარ იმ ადამიანებთან ერთად, წარმატებული ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, რომლებმაც შექმნეს „ლელო“ და გადადგეს სახელმწიფოებრივი ნაბიჯი. მეც მათ გვერდით დავდექი და მიხარია, რომ ბევრმა ახალგაზრდამ გააკეთა ეს არჩევანი“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი თაზო დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში კორუფცია გაღრმავდა და ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.

„მიხარია, რომ „ლელო“ კიდევ ერთხელ აწევს გამარჯვების დროშას შუახევიდან, მხარეში, რომელსაც ბევრი რამის თქმა შეუძლია და ქვეყნის აღორძინების პროცესში დიდ როლს ითამაშებს. მადლობა ყველა თქვენგანს, რომ ჩვენთან ერთად დგახართ იმ სისტემის წინააღმდეგ, რომლებიც ტყუილსა და უიმედობაში გვაცხოვრებენ. მათ მოშალეს ჯანდაცვის სისტემა, სოციალური სფერო, ქვეყანაში გაღრმავდა კორუფცია და ჩვენ ბიძინა ივანიშვილის ქართულ ოცნებას ვეუბნებით არას, იმიტომ რომ ჩვენი ოცნებაა გაერთიანებული საქართველო, რომელიც არავის გავლენის ქვეშ არ იქნება. ასეთი საქართველოს ასაშენებლად კი ყველანი ერთად შევიკრიბეთ „ლელოში“, - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.

ფიქრია ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შიში მოქალაქეების და არა პირიქით, რადგან მხოლოდ მოქალაქეებს აქვთ არჩევანის გაკეთების უფლება.

„პოლიტიკა საკმაოდ რთულია, მაგრამ აქვს ერთი დადებითი, მას შეუძლია მოგახვედროს ისეთ ადგილებში და გაგაცნოს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ისე ვერ გაიცნობდი და მე მადლიერი ვარ ამის, რადგან აღმოვჩნდი შუახევში და ჩემი გული აქ დარჩა, რადგან გავიცანი არაჩვეულებრივი ხალხი. ერთ რამეზე მწყდება მხოლოდ გული, რომ დღეს ისევ ვსაუბრობთ შიშზე, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ შიში ისევ დაგვრჩა. ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შიში მოქალაქეების და არა პირიქით, რადგან მხოლოდ მოქალაქეებს აქვთ არჩევანის გაკეთების უფლება. დღევანდელ ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ ნუ დაელოდება იმას, რომ ხალხის პროტესტი ხალხის რისხვაში გადაიყვანოს. მე ყველა პარტიის ოპოზიციაში ვიყავი, თუმცა მტრებად არ მიმაჩნიან, რადგან თავად გადააქცევენ ხოლმე საკუთარ თავს მტრებად, მახინჯ სისტემას თავის თავს მოარგებენ და ან ქვეყნის ტვირთები ხდებიან. ჩვენ ეს ტვირთი უნდა გამოვცვალოთ, - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

“ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ქართული პოლიტიკა ტყუილისგან უნდა გაიწმინდოს.

„სამწუხაროდ, ახალგაზრდები ტოვებენ ჩვენს ქვეყანას, რადგან აქ პერსპექტივას ვეღარ ხედავენ. ჩვენ ეს რეალობა უნდა შეცვალოთ, ეს რეალობა, რომელიც ქართული პოლიტიკის მამოძრავებელ ძალად გადაიქცა. ჩვენ ქართული პოლიტიკა უნდა გავწმინდოთ ამ ტყუილისგან, რათა ადამიანებს შეგვეძლოს, ერთმანეთს თვალებში შევხედოთ, სიტყვა ვუთხრათ და ეს იყოს უზენაესი ღირებულება“,- აცხადებს საბა ბუაძე.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს