სოზარ სუბარი, ირაკლი ანთაძე და გიგი ხოჯევანიშვილი  საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდნენ

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და შიდა ქართლის გუბერნატორი გიგი ხოჯევანიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში იმყოფებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახის წევრებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს დაკავებულთან დაკავშირებით და ასევე, იმ ბერკეტებზე, რასაც სახელმწიფო იყენებს დაკავებულის გასათავისუფლებლად.

„დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, ამოქმედებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი. აღნიშნულის გარდა, სახელმწიფო ყველა არსებულ ბერკეტს იყენებს იმისთვის, რომ უმოკლეს დროში მოხდეს გამყოფი ხაზის სიახლოვეს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გათავისუფლება, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გახელაძე ამ დროისთვის ცხინვალში იმყოფება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა