აშშ-ის საელჩო - მივესალმებით სოფო კილაძის თავმჯდომარეობით, მნიშვნელოვანი კანონის მიღებას

აშშ-ის საელჩო მიესალმება საქართველოს პარლამენტს და ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, სოფო კილაძის თავმჯდომარეობით, მნიშვნელოვანი კანონის მიღების გამო, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებზე ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვას , - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ კანონს შეუძლია, მნიშვნელოვნად გაზარდოს დანაშაულის აღკვეთის, დევნისა და დამნაშავეთა მკაცრად დასჯის შესაძლებლობები და დაიცვას ბავშვები და სხვა დაუცველი პირები ამ საზარელი საფრთხეებისგან.

„ახალი კანონით იმატებს სასჯელი ბავშვთა მიმართ მძიმე სექსუალური დანაშაულის ჩადენისთვის, უმჯობესდება სასჯელის ზომის თანმიმდევრული გამოყენება. აგრეთვე, კანონი განმარტავს იმ მუხლებს, რომელიც ბუნდოვანი იყო და შეიცავდა მათი არაეფექტურად აღსრულების საშიშროებას. ამ კანონს შეუძლია, მნიშვნელოვნად გაზარდოს დანაშაულის აღკვეთის, დევნისა და დამნაშავეთა მკაცრად დასჯის შესაძლებლობები და დაიცვას ბავშვები და სხვა დაუცველი პირები ამ საზარელი საფრთხეებისგან. ჩვენ მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ ჩვენი საზოგადოებებიდან ბავშვთა ექსპლუატაციის აღმოსაფხვრელად. ეს ახალი კანონები ამ მიზნისკენ გადადგმული ძირითადი ნაბიჯია.

ამერიკის საელჩო კვლავაც გააგრძელებს ბავშვთა დასაცავად ეფექტური გადაწყვეტილებების მხარდაჭერასა და ინვესტიციას. ამ კანონის მიღებით საქართველომ წარმოაჩინა ლიდერობა. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ამ კანონმდებლობის აღსრულებასა და შემდგომი რეფორმების განხორციელებაში მსხვერპლთა დაცვისა და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის მიზნით“,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა