ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს ეძებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც სოფლის რწმუნებულმა მამუკა ჯოლოგუამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მოზარდი პირუტყვის გადმოსარეკად მდინარის მეორე ნაპირზე გადადიოდა, რა დროსაც დინებამ გაიტაცა.

მისივე ინფორმაციით, მოზარდს მდინარეში დაახლოებით ორი საათია ეძებენ.

"საქონლის გადასარეკად გადადიოდა, რა დროსაც გაიტაცა მდინარემ. მასთან ერთად სხვა ბავშვებიც იყვნენ და ისინი ყვებიან ამას. მდინარე ადიდებულია და ჩქარი დინებაცაა", - აცხადებს მამუკა ჯოლოგუა.

მისივე თქმით, სამძებრო ღონისძიებებში სამაშველო სამსახურთან ერთად მოსახლეობაც არის ჩართული. ადგილზე ასევე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?