სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალციხეში საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებულია

ახალციხის მუნიციპალიტეტში საძოვრებთან დაკავშირებული პრობლემა აღმოფხვრილია. 13 სოფლის მცხოვრებთა პრობლემა მხარის რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის ჩართულობით მოგვარდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ საძოვრების პრობლემის გამო ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ საპროტესტო აქციები ორჯერ გამართა.

„აქციის გამართვის პირველივე დღიდან, პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტიურად ჩაერთვნენ მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე.

ხელმძღვანელი პირები შეხვდნენ, როგორც აქციის მონაწილეებს, ისე კახეთიდან ჩამოსულ მწყემსებს. ამ ეტაპისთვის ნაწილი ფარა გადაყვანილია ასპინძის მუნიციპალიტეტში ნეიტრალურ ტერიტორიაზე, რომელიც მოსახლეობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა