კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხევევიდან ერთი რუსთავის ,,ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა

საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხევევიდან, ერთი რუსთავის ,,ცხელების ცენტრში“ დაფიქსირდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის „ცხელების ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა, შუახნის მამაკაცი საქართველოში სომხეთიდან 4 დღის წინ შემოვიდა და ის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა.

,,ინფიცირებულ მამაკაცს, სომხეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ოთხი დღის განმავლობაში საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა. ჩვენთან გუშინ იქნა შემოყვანილი, მას მუცლის ტკივილი და ტემპერატურა აღენიშნებოდა. ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და შედეგად ,,კოვიდ 19“ დაუდასტურდა. პაციენტი უკვე გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში“, - განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში მაია რაზმაძემ.

რუსთავის ,,ცხელების ცენტრში“ ამ დროისთვის ოთხი პირია მოთავსებული, რომელთაც კორონავირუსზე 24 საათის განმავლობაში გამოიკვლევენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა