ონის მუნიციპალიტეტში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა

ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 4 მძიმედ დაშავდა. შემთხვევა გუშინ დემეტრე მეორის ქუჩაზე მოხდა. „მერსედესის“ მარკის ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად „მერსედესში“ მყოფი ერთი მგზავრი გარდაიცვალა.

დაშავებულები ონის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ პირველადი დახმარება ჩაუტარდათ, რის შემდეგაც ქუთაისში რეანომობილებით გადაიყვანეს. მათ შორის ერთ-ერთი წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილეა. ექიმის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა და მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს