არჩილ თალაკვაძე სერგი კაპანაძეს - როგორც ჩანს, ერთწლიანმა ბოიკოტმა და სხდომების გაცდენამ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე

როგორც ჩანს, ერთწლიანმა ბოიკოტმა და სხდომების გაცდენამ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, როდესაც კომიტეტი სამინისტროსთან საკანონმდებლო რეფორმაზე მუშაობს და გარკვეულ საკითხებზე თანხმდება, ეს საკანონმდებლო მუშაობის ნაწილია.

„გეტყობათ, რომ ძალიან გაოცებული ხართ ელემენტარული რამით, რომელიც არის საპარლამენტო და სახელისუფლებო სამუშაოს ანი და ბანი. როდესაც დარგობრივი კომიტეტი მუშაობს სამინისტროსთან საკანონმდებლო რეფორმაზე, ეს არის ჩვეულებრივი ნაწილი და კანონშემოქმედების ნაწილი, რამაც ასე გაგაოცათ და აღგაშფოთათ. ამიტომ, ნუ გიკვირთ, თუ, მაგალითად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ბიუჯეტის დამტკიცებამდე სამინისტროსთან ერთად ამზადებს და თანხმდება საკითხებზე. სხდომებს ნუ გააცდენთ, როგორც ჩანს, დაგავიწყდათ ის, რაც საბაზისოა საპარლამენტო მუშაობაში“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, ბიუროს სხდომაზე სერგი კაპანაძემ თალაკვაძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „თქვენ თქვით, შეთანხმების საგანი უნდა იყოსო და არ არის ასე, რას ქვია შეთანხმების საგანი უნდა იყოს? გულისხმობთ იმას, რომ როცა მაგალითად, მარეგულირებელს ან ნარმანიას შემოაქვს კანონი, წინასწარ გაქვთ შინაარსი შეთანხმებული და ამის განხილვას აზრი არ აქვს?“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა