შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული 3 პირის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ იცნობენ შაქარაშვილს და იმ გოგონას, ვისი დაბადების დღეც იყო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული სამი პირის ადვოკატი მუხრან ღურწკაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები ნაძალადევში იმყოფებოდნენ, როდესაც მათ სთხოვეს, რომ საგურამოში წასულიყვნენ და ორი პირი წამოეყვანათ.

როგორც ადვოკატი განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფები, სხვა 5 პირთან ერთად, ორი მანქანით წავიდნენ საგურამოსკენ, თუმცა გზად მათ დაურეკეს და უთხრეს, რომ ეს ბიჭები უკვე თბილისში არიან, შესაბამისად, ისინი უკან, თბილისისკენ მობრუნდნენ.

ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფები გიორგი შაქარაშვილს არ იცნობდნენ, არც ჩხუბში მიუღიათ მონაწილეობა და მომხდარი ტელევიზიის საშუალებით გაიგეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 3 პირი არ იცნობს გიორგი შაქარაშვილს, არ იცნობდა იმ გოგონას, ვისი დაბადების დღეც იყო და საერთოდ, არანაირი ცნობადობა და ურთიერთობა მათ ერთმანეთთან არ ჰქონიათ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ცხოვრობენ ნახალოვკაში. იმ დღეს არ მონაწილეობდნენ ჩხუბში და მათთვის უცნობია, საერთოდ რა მოხდა, იმიტომ, რომ არანაირი კავშირი ამ ჩხუბთან და დაპირისპირებასთან მათ არ ჰქონიათ. ერთადერთი ფაქტი, ერთ-ერთი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი როცა იმყოფებოდა უბანში, უბნელი ბიჭი მივიდა, რომელსაც ჰქონდა გარკვეული დაზიანებები თავისა და სახის არეში და ჰკითხა, რამე ხომ არ გინდა, წყალი ხომ არ მოგაწოდო? და ეს დაზიანებები დაინახა. შემდეგ ეს ბიჭი წავიდა, რამე დეტალები - სად მოუვიდა ჩხუბი, რა მოხდა, ამის შესახებ მისთვის არ მიუწოდებია. ამის შემდეგ ჩემებს ბიჭები ეუბნებიან, რომ ორი ბიჭი არის დარჩენილი საგურამოს ტერიტორიაზე, რომელიც ვერ აგნებს გზას და უნდა მოხდეს მათი წამოყვანა. ჩემები მიდიან ორი მანქანით რამდენიმე ადამიანთან ერთად. სად უნდა მისულიყვნენ მათთვის ესეც უცნობი იყო. მანქანა პირველად თბილისის გასასვლელთან ასხამს ბენზინს, შემდეგ მიდის დასავლეთის მიმართულებით, შემდეგ საგურამოსთან, ნატახტარის გადასახვევთან არის რესტორანი "იმერული ეზო", აქ ჩერდებიან გარკვეული პერიოდი და ერთ-ერთს უკავშირდება ვიღაც, ოღონდ ის ჩვენებაში ამბობს, რომ არ იცის, ვინ იყო, მაგრამ ამას ამოვიღებთ და გამახსენდება შემდეგო და როდესაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ იქიდან ბიჭები უკვე წამოვიდნენ და თბილისში არიან, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები მობრუნდნენ ისევ თბილისის მიმართულებით და წამოვიდნენ. მათ გზაში არავისთვის გაუჩერებიათ, არც გიორგი შაქარაშვილი უნახავთ და არც ვინმე ნაცნობი თუ უცნობი პირი . თბილისში რომ ჩამოვიდნენ, წავიდნენ სახლებში, ფაქტი კი გაიგეს მე-2 დღეს ტელევიზიის მეშვეობით”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა არ იცნოდნენ, ვინ უნდა წამოეყვანათ. რაც შეეხება კითხვას, რა საჭირო იყო ამდენი ადამიანის ორი მანქანით წასვლა ორი ბიჭის წამოსაყვანად, ადვოკატი ამბობს, რომ უბანში ბევრი ბიჭი იყო და რამდენიმემ გამოთქვა წასვლის სურვილი და რაოდენობიდან გამომდინარე წავიდნენ ორი მანქანით.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა