„ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე 250-მდე ოჯახს სახლების დაკანონებას ჰპირდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რუსთავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კირკიტაძე 250-მდე ოჯახს სახლების დაკანონებას ჰპირდება.

მისივე განცხადებით, ის პირობას იძლევა, რომ ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უახლოეს 1 თვეში, ოჯახებს, რომლებიც წლებია მთავრობისგან ავარიული საცხოვრებელი სახლების დაკანონებას ელოდებიან, მოთხოვნას დაუკმაყოფილებს და სახლებს საკუთრებაში გადასცემს.

„დღეს თქვენს ყურადღებას შევაჩერებ ერთ ფაქტზე, თუ როგორ გულგრილად და დანაშაულებრივად ექცევა ხელისუფლება მოქალაქეებს, ამ შემთხვევაში კი, რუსთავში მცხოვრებლებს. ადამიანებს, რომლებიც წლებია გაუსაძლის პირობებში ცხოვრებენ და ამას ემატება ისიც, რომ სახელმწიფომ მათთვის ვერ მოიცალა და არ დაუკანონა სახლები, რომლებშიც წლებია ცხოვრობენ. ამასთან, გასათვალისწინებელია ისიც, რომ შენობა საკმაოდ ავარიულია.

2 წლის წინ ჩვენ ეკონომიკის მინისტრს გავუგზავნეთ წერილი აღვუწერეთ 250 -მდე ოჯახი, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. მინდა შევპირდე ამ მოქალაქეებს, მე ვაიძულებ მთავრობას ოქტომბრამდე მათ ეს ფართები საკუთრებაში გადაეცეთ და თუ მაინც ვერ მოხერხდება, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, 1 თვეში, ამ ადამიანებს აღნიშნულ ფართებს დავუკანონებთ”,- განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს