ბათუმში ორი ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

ბათუმში ორი ახალგაზრდის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ 24 წლის ნიკა ბეგიაშვილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა.

როგორც მოსამართლემ განაცხადა, არსებობდა საფრთხე - დანაშაულის განმეორების, მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების.

პროკურორის ალექსანდრე ძირკვაძის ინფორმაციით, ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ მტკიცებულების განადგურება და მიმალვა სცადა. ბრალდებულს გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება, რაც თავისუფლების აღკვეთას 16-დან 20 წლამდე გულისხმობს.

თავის მხრივ, ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს დაკავებულის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ სთხოვდა, რომელმაც პროცესზე განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. მისივე თქმით, ინცინდენტისას ბრალდებულიც დაშავდა.

ცნობისთვის, ორი დღის წინ ბათუმში ერთ-ერთ კლუბში ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ორი ბიჭი დაჭრეს, ისინი კლინიკა "მედცენტრში" არიან გადაყვანილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა