შალვა კერესელიძე ვაჟა ფშაველას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჩარგალში იმყოფებოდა

კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ვაჟა ფშაველას 159-ე დაბადების დღე ვერ აღინიშნა, თუმცა სოფელ ჩარგალში არსებულ სახლ-მუზეუმს დამთვალიერებლები მაინც სტუმრობდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მუზეუმი ვიზიტორებისთვის ღიაა და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ეწვიოს იმ სახლს, სადაც მწერალი დაიბადა.

„სოფელ ჩარგალში დღეს მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ასევე მწერლები ტარიელ ხარხელაური და მანანა ჩიტიშვილი იმყოფებოდნენ. გუბერნატორმა ლუკა რაზიკაშვილის სახლ-მუზეუმის თანამშრომლებს, მწერლებს და იქ მყოფ საზოგადოებას მწერლის იუბილე პირადად მიულოცა. ვაჟა-ფშაველა 1915 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, გარდაცვალებიდან 20 წლისთავზე კი მთაწმინდაზე გადაასვენეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლუკა რაზიკაშვილი 1861 წლის 14 ივლისს, ფშავში სოფელ ჩარგალში დაიბადა, სადაც იგი 8 წლამდე იზრდებოდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა