ანონსი 15 ივლისი

15 ივლისს, 10:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის გაიმართება დიალოგი თემაზე: „კრეატიული ინდუსტრიების განვითარების გამოწვევები საქართველოში - მეკობრეობა“

დარბაზი N307 (A კორპუსი, III სართული)

15 ივლისს, 10:30 საათზე, „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ კამპანიის ფარგლებში, გაიმართება შრომის ინპექციის 5 წლის ანგარიშის პრეზენტაცია.

ღონისძიებას გახსნის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

მის: სასტუმრო “სტამბა” (Rooftop), მერაბ კოსტავას ქ. N14

საკონტაქტო: თათია წერეთელი - 599499004

15 ივლისს, 11:00 საათზე, მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე უზენაეს სასამართლოს განცხადებით მიმართავს

თემა: საქმე - ანა დოლიძე გვრიტიშვილის წინააღმდეგ.

მის: ზუბალაშვილების #6

საკონტაქტო: 599437403

15 ივლისს, 11:00 საათზე, დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ჟ. შარტავას ქ. N7

საკონტაქტო: ლანა ქარდავა - 577 15 85 72

15 ივლისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

15 ივნისს, 11:00 საათზე, პარტია „ქართული არჩევანის“ თავმჯდომარე ბეჟან გუნავა, პარტიის აქტივისტებთან ერთად, საპროტესტო აქციას გამართავს.

თემა: „შპს „სანტეს“ კუთვნილი ობიექტების სადემონტაჟო სამუშაოებიდან, დემონტაჟის შემსრულებელი ბრიგადის უკანონოდ გამოძევება და შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნა“.

მის: კახეთის გზატკეცილი N10 შპს „სანტეს“ ქარხანა.

საკონტაქტო: მარიამ მარგველანი - 568313268

15 ივლისს, 11:30 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი, „მედიაცენტრ მთავარში“ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.

თემა: საქმის და მტკიცებულებების გაყალბება ჩეხი ბიზნესმენის საქმეში და ბავშვის საერთაშორისო გატაცების საქმე; მფარველები და გამყალბებლები.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: 599 291202

15 ივლისს, 11:30 საათზე, საქართველოს სახალხო დამცველი „დისტანციური წესით გამართულ სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო სხდომების მონიტორინგის ანგარიშის“ პრეზენტაციას გამართავს.

მის: სასატუმრო „თბილისი მერიოტი“, რუსთაველის გამზირი №13

15 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

15 ივლისს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, ადვოკატთან ერთად, პერფორმანსის ფონზე, სააპელაციო საჩივარს შეიტანს.

საკონტაქტო: ელენე ბერიძე - 568 67 51 12

15 ივლისს, 14:00 საათზე, დიდი დიღმის ტერიტორიაზე მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა დაიწყება, რომელსაც დედაქალაქის მერი, კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაესწრება.

მის: დიდი დიღომი, სკოლა „ფესვების“ მიმდებარე ტერიტორია.

საკონტაქტო: ლანა ქარდავა - 577 15 85 72

15 ივლისს, 15:00 საათზე, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახაბერ კუჭავას მონაწილეობით, ონლაინ დისკუსიას გამართავს. „ჯეოქეისი“-ს თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი ონლაინ განხილვას მოდერატორობას გაუწევს. https://www.facebook.com/GeocaseGeo/

თემა: „საქართველოს საარჩევნო რეფორმის საგარეო და საშინაო განზომილებანი“.

საკონტაქტო: ნანა მაღრაძე - 599 716019

15 ივლისს, 15:00 საათზე, COVID 19-ის პანდემიის პირობებში, საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევისა და ნდობის მონიტორინგის პრეზენტაცია ონლაინ ფორმატში გაიმართება.

საკონტაქტო: 551150773

15 ივლისს, 15:00 საათზე, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი, (ენერგოომბუდსმენი) გამართავს 2019 წლის ანგარიშს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

მის: თელავის მუნიციპალიტეტი, წინანდალი, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენ ჰოტელი“, ჭავჭავაძეების ბაღის ტერიტორია.

საკონტაქტო: ნინო ბუაჩიძე-ჭავჭავაძე - 598 00 89 88

15 ივლისს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მართავს ვებინარს თემაზე: „ინკლუზია და თანასწორობა უმაღლეს განათლებაში კორონავისუსის კრიზისის და კრიზისის შემდგომ პერიოდში“.

15 ივლისს, 20:00 საათზე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრში პროგრამის „ქალები ეროვნულ უსაფრთხოებაში“ 2019-2020 წლის კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით დაჯილდოება გაიმართება.

ღონისძიებას დაესწრება ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მაიკე ვან კოლდამი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში როზარია პუგლისი, პროექტის მენტორები და ლექტორები.

მის: კოსტავას 75ბ

საკონტაქტო: ნინო ხომერიკი - 599 88 15 05

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა