მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში 33 სკოლა რეაბილიტირდება

2020 წელს გორის მუნიციპალიტეტში 33 სკოლა რეაბილიტირდება. როგორც გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა აღნიშნა, პროექტების ჯამური ღირებულება 1 056 795 ლარია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

„2020 წელს სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის 33 სკოლაში განხორციელდება. თითქმის ყველა სკოლაში დაგეგმილია სველი წერტილების რეაბილიტაცია. სველი წერტილების რეაბილიტაციის პარალელურად, გორის #8 და ქვახვრელის საჯარო სკოლებში მოეწყობა სპორტული მოედნებიც. პროექტების ჯამური ღირებულება 1 056 795 ლარია“, - აღნიშნა გორის მერმა.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, კონსტანტინე თავზარაშვილმა დღეს ოთარშენის, ახალდაბის, ვარიანისა და გორის #7 საჯარო სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

„ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთი სოფლის, არბოს, სვენეთის, ახრისის, ქიწნისისა და დიცის საჯარო სკოლებში მიმდინარეობს. სამუშაოები მალე დაიწყება პატარა გარეჯვრის, ატენის, კარბის, ბეთლემის, ზეღდულეთის, აძვის, სათემოს, ზემო ნიქოზის, ტირძნისის, არაშენდის, ზემო ხვითის, ბერშუეთის, ბოშურის, მეჯვრისხევის, რეხის, ფლავის, ქვახვრელის, ქვემო სობისის, ყელქცეულის, მეღვრეკისის, ხურვალეთის, ქვემო ხვითისა და გორის #4 და #8 საჯარო სკოლებში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“