თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა  მრავალპროფილიან საქმიანობას დაუბრუნდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა მრავალპროფილიანსაქმიანობას დაუბრუნდა.

პანდემიასთან ბრძოლის პერიოდში, 4 თვის განმავლობაში თსსუ-ს კლინიკამ 600-მდე პაციენტი, მათ შორის 200-მდე კოვიდინფიცირებული მიიღო და უმკურნალა.

„ბოლო ოთხი თვის განმავლობაში, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მძლავრი ცენტრი კოვიდ 19-თან ბრძოლაში, ვინაიდან ყველა კრიტიკულმა პაციენტმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჩვენს კლინიკაში გაიარა. ბოლო თვენახევარია არცერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი ჩვენ კლინიკას არ ჰყოლია. კოვიდთან ბრძოლის შემდეგ თავიდან ბოლომდე შეიღება კლინიკა, ინფრასტრუქტურულად განახლდა კლინიკის სამკურნალო ნაწილი და ასევე სასწავლო ნაწილი. პირველი ივლისიდან კლინიკამ აღიდგინა თავისი ფუნქცია, ისევ იღებს და ემსახურება პაციენტებს, რაც ამ კლინიკისთვის იყო ჩვეული ერთი პრინციპით - ყველა კლინიკისგან განსხვავებით ჩვენი კლინიკა იღებს ყველაზე მძიმე და ძნელად სადიაგნოსტიკო პაციენტებს. ამასაც თავისი საფუძველი გააჩნია, ვინაიდან ამ კლინიკაში მუშაობს მედპერსონალი, რომელიც დასაბამს და განათლებას აძლევს ქართულ მედიცინას“, - აღნიშნა თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს