ლონდა თოლორაია - პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის მიზნით დაჯარიმდა 65 და გაფრთხილება მიეცა 70 ორგანიზაციას

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წარადგინა სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში.

სახელმწიფო ინსპექტორმა თავის მოხსენებაში ისაუბრა 2019 წელს სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ საქმიანობაზე.

„სამსახური რეაგირებას ახდენდა არა მხოლოდ მოქალაქეთა განცხადებებზე, არამედ საკუთარი ინიციატივითაც სწავლობდა მონაცემთა დამუშავების კანონიერების საკითხებს. წინა წელთან შედარებით გაზრდილია როგორც მოქალაქეთა მომართვიანობა (422-მა პირმა მომართა სამსახურს), ასევე სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმებების რაოდენობა. სულ ჩატარდა 156 საჯარო და კერძო დაწესებულების შემოწმება. პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი დადგინდა 135 შემთხვევაში. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 96 შემთხვევაში დაეკისრა კერძო ორგანიზაციას და ფიზიკურ პირს, ხოლო 39 შემთხვევაში - საჯარო დაწესებულებას.

გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრისა და მოქალაქეთა უფლებების რეალიზების მიზნით სამსახურმა საჯარო და კერძო ორგანიზაციებისთვის და სხვა მონაცემთა დამმუშავებელ პირებზე გასცა 195 დავალება და რეკომენდაცია. დაჯარიმდა 65, ხოლო გაფრთხილება მიეცა 70 მონაცემთა დამმუშავებელს. საჯარო დაწესებულებები და კერძო ორგანიზაციები მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდებიან სამსახურის მიერ გაცემული დავალებებისა და რეკომენდაციების შესრულებას, რაც ცხადია აუმჯობესებს ორგანიზაციაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა