კახა კალაძე - ჩვენი მიზანია ოპონენტებს არ მივცეთ სპეკულაციების საშუალება, ყველას ჰქონდეს ერთნაირი პირობები და გარემო, რომ ჩაატაროს საარჩევნო კამპანია

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონის მოქმედების ვადის გახანგრძლივების მიზანი ოპონენტების მხრიდან სპეკულაციების თავის არიდება იყო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ მიზანია, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.

„ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობა არ შემოვიღოთ და არჩევნები ჩავატაროთ ისე, რომ არცერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ შეექმნას პრობლემა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვისაც, რომ სპეკულაციები არ გამოიწვიოს იმან, რომ არჩევნებია და საგანგებო მდგომარეობის შემოღებას აპირებენო. ასევე, კეთდება იმისთვის, რომ თუ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გაუარესდება ისე, რომ გვექნება უმძიმესი მდგომარეობა, რომ გვქონდეს რეგულაციები შემოღებული. ჩვენი მიზანია ოპონენტებს არ მივცეთ სპეკულაციების საშუალება, ყველას ჰქონდეს ერთნაირი პირობები და გარემო იმისთვის, რომ ჩაატაროს საარჩევნო კამპანია", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების დაწესების უფლება წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა