ირაკლი კოვზანაძე - აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 90%-ს უნდა გადასცდეს

ჩვენი რეკომენდაციაა, რომ აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 90%-ს გადასცდეს, რადგან წლიდან წლამდე მატულობს საბიუჯეტო შემოსავლები და ასიგნებები, ამიტომ მნიშვნელოვნად იზრდება აუდიტით დაფარვის გარეშე დარჩენილი თითოეული პროცენტის წონა , - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

მისი თქმით, გასულ წელს აუდიტით ნაერთი ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 87% -მდე გაიზარდა, ანუ ჩატარებულმა სახელმწიფო აუდიტებმა 12 მლრდ. ლარზე მეტი მოიცვა, რაც კარგი მაჩვენებელია, თუმცა შესაძლებელია, გაუმჯობესდეს.

ირაკლი კოვზანაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა როგორც აუდიტის სამსახურის წარმატებებზე, ასევე გამოწვევებზე.

„აუდიტის სამსახურისათვის გამოწვევად რჩება ადამიანური რესურსების გადინების მაღალი მაჩვენებელი, აქედან გამომდინარე კი კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა“ , -აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან.

გარდა ამისა, კომიტეტის თავმჯდომარემ აქცენტი გააკეთა გაცემული რეკომენდაციების რაოდენობაზე და მათ შესრულებაზე.

„გაიზარდა გაცემული რეკომენდაციების რაოდენობა- 2019 წელს 1067 რეკომენდაცია გაიცა, რაც ნამდვილად კარგია, ხოლო თუ როგორ სრულდება რეკომენდაციები, ამ კუთხით საპარლამენტო კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და ქვეყნის მთავარ მაკონტროლებელ სამსახურს წარმატებები უსურვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა