კახა ბექაური - სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება და მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო

კომუნიკაციების ეროვნული კომუსიის ხელმძღვანელის კახა ბექაურის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება,ეკონომიკური ინტერესები და რაც მთავარია მომხმარებლების უფლებები, ამისთვის კი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე აღსრულების ეფექტური მექანიზმია საჭირო. ამის შესახებ მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განაცხადა.

„მოხდა შეთანხმება და კონსენსუსი ბიზნესთან და კარგია, რომ გაზიარებულ იქნა ჩვენი მოსაზრება, რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ მობილური და ფიქსირებული სატელეკომუნიკაციო მომსახურების კომპანიებზეა საუბარი. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რათა კომპანიებმა მომხმარებლებს მობილურ და ინტერნეტ მომსახურებებზე არარეალურად მაღალი ფასები არ დაუწესონ. სატარიფო კონტროლის და აბონენტების ინტერესების დაცვას კი სახელმწიფო კანონში არსებული ეფექტური მექანიზმის გარეშე ვერ შეძლებს“, - განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ნებისმიერ პირს ბარიერების და ხელშეშლის გარეშე შეეძლოს შესვლა და ბიზნესის კეთება.

„მობილური კომუნიკაციების და ფიქსირებული ინტერნეტ ბაზარზე უნდა იყოს მრავალფეროვანი არჩევანი და კონკურენტული გარემო, ამისთვის კი ბიზნესისთვის თავისუფალი დაშვებისა და სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მარტივად შესვლის უზრუნველყოფა აუცილებელი წინაპირობაა“, - აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

კახა ბექაურის თქმით კომიტეტისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა და წარმოდგენილ კანონპროექტში რამდენიმე დეტალი დაზუსტდა.

„პარლამენტში ინიციატივის დარეგისტრირების შემდეგ, იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც კომიტეტთან და ოპერატორებთან მუშაობის შედეგად შეიცვალა. შეიცვალა რამდენიმე დეტალი, რომელიც საბოლოოდ შევაჯერეთ და წარმოდგენილია ახალი ვარიანტი. თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით დავიწროვდა გადაწყვეტილებების არეალი, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც ჩარითვება ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი. ცვლილებები შევიდა თავდაპირველ ვარიანტში, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას კანონდარღვევის და კომისიის გადაწყვეტილებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დროებითი მმართველის დანიშვნის შესაძლებლობა ჰქონდა. 5 სპეციფიკური ვალდებულებიდან, რომელიც დაკისრებული აქვს ოპერატორს, ოპერატორებთან ერთად მნიშვნელოვნებით დავაჯგუფეთ და დარჩა მხოლოდ ორი ვალდებულება. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის თუ არსებული საკანონმდებლო მექანიზმები არ იქნება ეფექტიანი, ამ შემთხვევაში 4 ჯარიმის, 4 სანქციის შემდეგ ჩაირთვება დროებითი მმართველის მექანიზმი. თუმცა, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის დროებითი მმართველის მექანიზმი ჩაირთვება დღევანდელი არსებული კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც გათვალისწინებულია ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ კანონით. იმისთვის, რომ კომპანიამ აღმოფხვრას დარღვევა და შეასრულოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, მას ეძლევა გონივრული ვადა, რომელიც დღეს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულია. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება დროებითი მმართველის დანიშვნის შესახებ, კომპანიას შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში, რომელიც უფლებამოსილია შეაჩეროს ან ძალაში დატოვოს კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება“, - განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა