ბელარუსში ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერ აქციებზე 250-მდე ადამიანი დააკავეს

ბელარუსში ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს მხარდამჭერ აქციებზე 250-მდე ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრი Viasna ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მედიის წარმომადგენლებიც იყვნენ, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს.

საპროტესტო აქციები ბელარუსის რამდენიმე ქალაქში: მინსკში, გროდნოში, გომელსა და ბრესტში ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ორ მთავარ მეტოქეს -ვიქტორ ბაბარიკოსა და ვალერი ცეპკალოს - საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით კანდიდატებად დარეგისტრირებაზე უარი უთხრა.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 9 აგვისტოს არის დანიშნული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა