იერუსალიმში, ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით გამართულ აქციაზე, 50 დემონსტრანტი დააკავეს

პოლიციამ იერუსალიმში, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, - ამის შესახებ ინფორმაციას Times of Israel-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეები დამცავ ბარიერებს არღვევდნენ და სამართალდამცავებს თავს ესხმოდნენ, მათმა ნაწილმა გზები გადაკეტა და ქალაქის ცენტრში ნაგვის ურნებს ცეცხლი წაუკიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას პოლიციამ 50 აქტივისტი დააკავა, არეულობისას ერთი სამართალდამცველი დაშავდა.

საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე ხელისუფლებას კორონავირუსის ეპიდემიის გამო გამოწვეულ ეკონომიკურ შედეგებთან არასათანადო გამკლავების გამო აკრიტიკებდა. გარდა ამისა, ისინი ნეთანიაჰუს გადადგომას მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების გამოც მოითხოვდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა