მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან 3 შემოტანილია, ერთის დაინფიცირების წყაროს მოძიება კი გრძელდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევიდან ერთის დაინფიცირების წყარო უცნობია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დანარჩენი სამივე შემთხვევა იმპორტირებულია.

„4 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გამოჯანმრთელებულის რიცხვი 3-ით გაიზარდა, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 143 პაციენტი მკურნალობს. 4 ახალი შემთხვევიდან 3 არის შემოტანილი, მათგან 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 საკარანტინო სივრცეში დადასტურებული, ხოლო მე-4 შემთხვევის წყაროს მოძიება გრძელდება და ალბათ, მოკვლეული იქნება, თბილისში დადასტურდა ეს შემთხვევა”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 26 პაციენტი აგრძელებს, მათგან ერთს პნევმონია აქვს.

“ჩვენს ცენტრში 1 გამოჯანმრთელდა, დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა, სამივე იმპორტირებული - ერთი სომხეთიდან, ორი ყირგიზეთიდან და ამჟამად გვყავს 26 დადასტურებული პაციენტი. მათი მდგომარება საშუალო სიმძიმისაა, მხოლოდ ერთთან აღინიშნება პნევმონია და ისიც არ არის მძიმე, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, არც ერთთან არ შეინიშნება დაავადების პროგრესირება და მათი მდგომარეობა საშუალო და საშუალოზე მსუბუქია”, - აღნიშნა ეზუგბაიამ.

იხილეთ ვიდეო: კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან, ერთის წყაროს მოძიება ისევ გრძელდება

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა