ირაკლი მეზურნიშვილის განმარტებით, შეთანხმება შედგა, კომუნიკაციების კომისია სპეციალურ მმართველს სასამართლოს ნებართვის გარეშე ვერ დანიშნავს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეთანხმება მდგომარეობს დათქმაში, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კომუნიკაციების კომისია სპეციალურ მმართველს სასამართლოს ნებართვის გარეშე ვერ დანიშნავს.

"საბოლოოდ ღამის პირველ საათზე შედგა კონსენსუსი და მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსენსუსი დადასტურდა უკვე ინდუსტრიის მხრიდანაც. აქ ჩაიდო ზუსტად ის ფორმულირება, რასაც ითხოვდა ინდუსტრია და სადაც რისკებს ხედავდა. იქ იყო გარკვეული დამატებითი მოთხოვნები ინდუსტრიის მხრიდან, მაგრამ კონსენსუსი წარმოადგენს იმას, რომ ორივე მხარე - როგორც ინდუსტრია, ისე მარეგულირებელი დათმობაზე წავიდა. ოპოზიციაც იყო წარდგენილი და ამ კონსენსუსს რომ მივაღწიეთ, მნიშვნელოვანია. პირველ მოსმენაზე დათქმით დავუჭირეთ ამას მხარი და მეორე მოსმენაზე ეს აისახება ისე, როგორც მისაღებია ინდუსტრიისთვის. დღეს გვექნება ამაზე მსჯელობა და იქნება დეტალურ ფორმულირებაზე საუბარი, თუ როგორ ჩაიწერება ეს ტექსტში,"- განაცხადა მეზურნიშვილმა.

ცნობისათვის, "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს პირველი მოსმენით კენჭს დღეს უყრიან. ცვლილებების თანახმად, კომუნიკაციების კომისიას დამატებითი ფუნქციები ენიჭება. კანონპროექტის თანახმად, თუ კომისიის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირისათვის დაკისრებული ჯარიმები ვერ უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას და აღსრულების დაყოვნებამ ან ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, კომისია უფლებამოსილია, დანიშნოს სპეციალური მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა