რუსთავის "ცხელების ცენტრში" 65 წლის ქალს ,,კოვიდ 19“ დაუდასტურდა

რუსთავის "ცხელების ცენტრში" მოთავსებულ 65 წლის ქალს ,,კოვიდ 19“ დაუდასტურდა. ინფიცირებული ქალი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანის მცხოვრებია. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა, ეპიდემიოლოგმა მაია რაზმაძემ განუცხადა, 65 წლის ქალმა ,,ცხელების ცენტრს“ თავად მიმართა.

,,გუშინ, მოგვმართა 65 წლის ქალმა, მას ტემპერატურა დაუფიქსირდა, ასევე ჰქონდა გულის ფრიალი და სახსრების ტკივილი. ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა და კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული ქალი აზერბაიჯანის მოქალაქეა, თუმცა სოფელ გაჩიანში ცხოვრობს. ის უკვე გადაყვანილია თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში“, - განაცხადა მაია რაზმაძემ.

მისივე განცხადებით, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ,,ცხელების ცენტრში" მოთავსებულ დანარჩენ 15 პირს, დღეს ლაბორატორიაში საკვლევად 4 პირის ბიოლოგიური მასალა გადაიგზავნება.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს