პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე პარკირების ზონალურ-საათობრივი სისტემა ამოქმედდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საბურთალოს რაიონში, მათ შორის პეკინის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე ზოლანულ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

მერიის ინფორმაციით, 10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე 10 საინფორმაციო ჯიხური განთავსდება, სადაც მოქალაქეები სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებენ პარკირების ახალი სისტემის შესახებ, 10 სექტემბრიდან კი უკვე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

„მინდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომელიც ასევე სატრანსპორტო პოლიტიკის ნაწილია და ეს არის ზონალურ-საათობრივი პარკირება. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გვაქვს განხორციელებული პროექტები. საპილოტე პროექტები დავარქვით, კოტე აფხაზის ქუჩასა და ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც დაინეგრა ზონალურ-საათობრივი პარკირება და მინდა გითხრათ, რომ ძალიან წარმატებული გამოდგა ეს პროექტი და ჩვენ გვინდა, რომ უკვე შემდეგი ეტაპები განვახორციელოთ. საჭიროა შემდეგი ქუჩები და რაიონები განისაზღვროს, თუ სად განხორციელდება ზონალურ-საათობრივი პარკირების დაგეგმვა. შემდეგი ეტაპი იქნება საბურთალოს რაიონი, კონკრეტულად პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები, სადაც დაინერგება ზონალურ-საათობრივი სისტემა. შესაბამისად, 10 აგვისტოდან პეკინის გამზირზე განთავსდება 10 საინფორმაციო ჯიხური იმისთვის, რომ მოსახლეობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცი“, - განაცხადა კალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა