ჯანდარის მაგისტრალური არხი გაიწმინდა

შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, ჯანდარის მაგისტრალური სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოების I ეტაპი დაასრულა.

შპს „საქართველოს მელიორაციის“ ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან არხის 2000-მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

„ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული ღონისძიებები, არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს, რაც მუნიციპალიტეტში 40 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 34 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 3 200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება, სარწყავი წყლის მიწოდება 17 000-ზე მეტ ჰექტარზე გაუმჯობესდება, ხოლო დამშრალი ფართობის რაოდენობას 4 500 ჰექტარი დაემატება”,-აღნიშნულია შპს „საქართველოს მელიორაციის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს