„ნაცმოძრაობის“ წევრი - საპარლამენტო ქალაქის ნაცვლად, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილ მშენებლობას "ნაციონალური მოძრაობა" აპროტესტებს. საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, ქალაქის ცენტრში მშენებლობაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რაც სავარუდოდ, კორუფციის ნიშნებს შეიცავს, რადგან ქალაქის ცენტრში მსგავსი მშენებლობა დაუშვებელია.

"ქალაქის ცენტრში ფარდულის მშენებლობაზე ნებართვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გასცა, რაც აჩენს ეჭვს, რომ არის კორუფციული გარიგება. კულტურულ სივრცეში მსგავსი მშენებლობა დაუშვებელია. ნაცვალად იმისა, რომ გუბერნია და სააგენტო გელათში არსებული პრობლემით დაინტერესდეს, მსგავს შენობაზე ნებართავს გასცემენ. საპარლამენტო ქალაქის ნაცვლად, ქუთაისი ფარდულების ქალაქად გადაიქცევა და ეს უნდა დავასრულოთ", -განაცხადა გიგა შუშანიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს