ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა ნავსადგურის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს. მათი განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება.

მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება.

„აქ ვცხოვრობთ როგორც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები, ასევე ადგილობრივები. მოვიწამლეთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გოგირდს ვჭამთ. ბავშვები ვერ გაგვყავს სასეირნოდ. ყოველ მეორე დღეს ხალხი საოპერაციოდ მიყავთ, ფილტვები არ გვივარგა, ბრონქები არ გვივარგა და საშინელ დღეში ვართ. მოგვაცილონ ის შავი ნივთიერება, რომელსაც ამუშავებენ. აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირებაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება. ქარის დროს საშინელი მტვერია და ვიხრჩობით. ძალიან კარგად ვცხოვრობდით აქ აქამდე და ვიცხოვრებთ კიდეც. ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ შესრულდება, არ მივცემთ მუშაობის საშუალებას,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და პრობლემის დროულად მოგვარებას მოითხოვენ. მერიაში აღნიშნულ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ლევან დოლიძე - ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა და ყველა იმ ინიციატიის განხილვა, რაც ჩვენი უსაფრთხოების გაძლიერების ახალ და ეფექტიან მექანიზმებს შექმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 26.11.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შესაძლოა, დასავლეთს არ ეპიტნავებოდეს „ქართული ოცნება,“ მაგრამ მან დაამტკიცა, რომ შეუძლია პარტნიორობაც და სტაბილურობის უზრუნველყოფაც, რაც დასავლეთისთვის პრიორიტეტულია
უსაფრთხოებაზე გამავალი ერთობა: მოსაზრებები, შესაძლებლობები, შეთავაზებები
სილქფესტი ფასდაკლებების კვირეულს ხუთი ყველაზე მოთხოვნადი შეთავაზებით უერთდება
Wolt-ის ლურჯი პარასკევი დაიწყო
ახალი Economy და Isolated კატეგორიები Bolt-ის აპლიკაციაში
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს ონლაინ, B2B ფორმატში გამართავს
„9 შავი პარასკევი“ ექსტრაზე Mastercard-ისგან