გიგლა მიქაუტაძის ინფორმაციით, თვითდასაქმებულების დიდ ნაწილს დღემდე არ მიუღია დაპირებული დახმარება

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერის გიგლა მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობის დაპირების მიუხედავად, თვითდასაქმებულების უმრავლესობას დღემდე არ მიუღია ერთჯერადი 300-ლარიანი დახმარება და მათ არც ის იციან, მიიღებენ თუ არა საერთოდ.

გიგლა მიქაუტაძე ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, სასწრაფოდ გააკეთოს შესაბამისი განმარტებები და დროულად ჩაურიცხოს ამ ადამიანებს კონკრეტული მიზერული თანხა მაინც.

„თითქმის ყოველდღე გვიკავშირდებიან ძიძები, დამლაგებლები და სხვა პროფესიის უმუშევრად დარჩენილი თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებმაც ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი წარუდგინეს ჯანდაცვის სამინისტროს, თუმცა პასუხს მათ არავინ სცემს.

კორონა-კრიზისის ფარგლებში, პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ შეიმუშავა „ლელოს ანტიკრიზისული მოდელი 3.2.1“ და მთავრობას 1 მილიარდიანი ანტიკრიზისული პაკეტის განხორციელება შესთავაზა, რომელიც არცერთ უმუშევრად დარჩენილს არ დატოვებდა სოციალური დახმარების გარეშე. სამწუხაროდ, მთავრობამ მხოლოდ მიზერული კომპენსაცია შესთავაზა ამ ადამიანებს, ხოლო თვითდასაქმებულების 90% საერთოდ დახმარების გარეშე დატოვა“, - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა