გამომცემლობა "პალიტრა L-ის" პარტნიორობით, "წიგნების თარო" ონლაინსკოლას იწყებს

20 ივლისიდან “წიგნების თაროს სკოლის” საზაფხულო ონლაინკურსი იწყება. ონალინსკოლის პარტნიორია გამომცემლობა "პალიტრავ L".

საზაფხულო კურსის პროგრამა ზაფხულის სპეციფიკის გათვალისწინებითაა შედგენილი და 6 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. შემეცნება-გართობა - “წიგნების თაროს სკოლის” მთავარი პრინციპია, გაკვეთილები სხვადასხვა მულტიმედიური მასალის დახმარებით, თამაშებით და ინტერაქტიული მეთოდებით ტარდება, მოსწავლეები კი ისეთ საგნებს შეისწავლიან, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ამ ასაკის ბავშვების კომპლექსური განათლებისა და განვითარებისთვის, კერძოდ: ქართული და ინგლისური ენები, განმავითარებელი მათემატიკა, ადამიანი და სამყარო, ადამიანი და ჯანმრთელობა, საქართველოს ისტორია, ხატვა და მუსიკა.

“წიგნების თაროს სკოლა” არაფორმალური განათლების უნიკალური სივრცეა, რომლის მასწავლებლებიც თაროელი ახალგაზრდები, საქართველოს ყველაზე წიგნიერი და წარმატებული მოსწავლეები და სტუდენტები არიან, რომელთაც ამასთანავე, სწავლების გამოცდილებაც აქვთ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ გაკვეთილებზე დასწრება მოსწავლეებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლიათ, რაც საშუალებას აძლევს უცხოეთში მყოფ ბავშვებს და ემიგრანტების შვილებს, ისწავლონ ქართული ენა, საქართველოს ისტორია და იქონიონ აქტიური კავშირი საკუთარ სამშობლოსთან.

სკოლაში რეგისტრაცია პირველი ივლისიდან დაიწყო შემდეგ მისამართზე: school.wignebistaro.ge

სკოლაში დარეგისტრირებულ თითოეულ მოსწავლეს დამატებით, საჩუქრად მსოფლიო ლიტერატურის კურსი გადაეცემა, რომელსაც “წიგნების თაროს” კრეატიული დირექტორი, მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.

აღსანიშნავია, რომ “წიგნების თაროს სკოლა” უპრეცედენტოდ ხელმისაწვდომი ონლაინ სკოლაა: ნესბიმიერი 1 საგანი, ანუ 12 გაკვეთილი 30 ლარი ღირს, სრული კურსის აღების შემთხვევაში კი, რაც 96 გაკვეთილს მოიცავს, მშობელს მხოლოდ 150 ლარის გადახდა უწევს. ადგილები შეზღუდულია.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა