დაბა ჩაქვში აქცია გაიმართა

დაბა ჩაქვში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მოთხოვნით, ბეჟანიძისა და თბილისის ქუჩის მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მოუწესრიგებელია სანიაღვრე არხები და გზის საფარი, რაც გადაადგილებაში საფრთხეს უქმნით. აქციის მონაწილეები ასევე ქობულეთის მერიას სთხოვენ, რომ სკვერი მოაწყოს.

"ვითხოვდით ქობულეთის მერთან მირიან ქათამაძესთან შეხვედრას, თუმცა არ გამოცხადდა, აქ გადაადგილება უამინდობის დროს სრულიად შეუძლებელია. გასულ წელს ქობულეთის მერიამ სკვერის მოსაწყობად ტერიტორია გამოყო, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა. ყოველ არჩევნებზე გვპირდებიან, ამ პრობლემის მოგვარებას, თუმცა შედეგი ნულია", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა