ანა დოლიძე გურიაში ან თბილისის რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას ფიქრობს

"მოძრაობა ხალხისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, გურიაში ან თბილისის რომელიმე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად კენჭისყრას ფიქრობს.

როგორც დოლიძემ რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "შუადღის სტუდიაში“ განაცხადა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს და კონსულტაციებს აწარმოებს.

„მაჟორიტარად ჩემს კანდიდატურას განვიხილავ და კონსულტაციებსაც ვაწარმოებ. არა მარტო თბილისზე, გურიაზეც ვფიქრობ. ვიქნები ან თბილისში ან გურიაში. თბილისში ოლქი შერჩეული არ მაქვს, ჯერჯერობით ვფიქრობ. ამიტომაც ვმუშაობ მოსახლეობასთან. ისე არ ვარ, რომ დედამიწაზე მე ვიცი ყველაფერი და ხალხი არ მჭირდება. ჩვენს მანიფესტშიც ეს წერია, ხალხისგან უნდა იყოს დაკვეთა. მაჟორიტარობას სჭირდება ძალიან დიდი რესურსი. ახლა ეს არის უსერიოზულესი ბრძოლა დღეს იმიტომ, რომ უზარმაზარი ოლქებია. ამას სჭირდება სერიოზული დაფიქრება და დაგეგმვა. ამაზე ვმუშაობ“, - განაცხადა დოლიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა