თურქეთში დასაქმებული მოქალაქეები ბათუმში მსვლელობას აწყობენ

თურქეთში დასაქმებული მოქალაქეები ბათუმში, საპროტესტო აქცია მსვლელობას აწყობენ. შეკრებილები ხელისუფლებას პანდემიის დროს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და ყოველთვიურად 300 ლარის ოდენობით თანხის გადახდას სთხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მეზობელ ქვეყანაში ყოველდღიურად შრომობდნენ და პანდემიის გამო, სამუშაოს გარეშე დარჩნენ.

თურქეთში დასაქმებულ მოქალაქეებს, ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილი ხელმძღვანელი ახლობლებთან ერთად შეუერთდა, რომლებიც პარალელურად საპროტესტო აქციას მართავენ და მოითხოვენ. კერძოდ ე.წ. ხოფის ბაზრობის ყოფილი მეპატრონე წინა ხელისუფლების დროს დაკარგული ქონების დაბრუნებას ითხოვს და ხელისუფლებას საკითხისადმი გულგრილობაში ადანაშაულებს.

აქციის მონაწილეები თავდაპირველად ბათუმის მერიის შენობასთან შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან გადაინაცვლეს, ისინი ასევე მსვლელობის მოწყობას აჭარის მთავრობის შენობასთან გეგმავენ და მოითხოვენ, რომ ხელისუფლებისგან მათ პრობლემებზე კონკრეტული განმარტება გაკეთდეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო