„დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ - მინისტრთა ვიზიტების სიმწირე პარლამენტის როლს არსებითად აკნინებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ შეფასებით, მინისტრთა მოწვევებისა და მათი ვიზიტების სიმწირე ძირს უთხრის პარლამენტის ინსტიტუციონალურ დამოუკიდებლობას, აკნინებს მთავრობის მაკონტროლებელ ფუნქციას და სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს დემოკრატიული განვითარებისთვის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“„დემოკრატიის ინდექსი - საქართველოდან“ აცნობეს.

მათი შეფასებით, ეს აყალიბებს განცდას ქვეყანაში, რომ კანონი ყველასთვის ერთნაირად სავალდებულო არაა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აღნიშნავს, საგაზაფხულო სესიაზე უკვე მესამე ფაქტი დაფიქსირდა, როდესაც ოპოზიციური დეპუტატები/ფრაქციები ითხოვენ მინისტრების მოსვლას საკომიტეტო ფორმატში, მიმდინარე მწვავე საკითხებზე კითხვების დასასმელად, მაგრამ მინისტრები ან არ ცხადდებიან პარლამენტში ან კომიტეტი არ ასრულებს ოპოზიციური დეპუტატების/ფრაქციების მოთხოვნას და არ იწვევს მინისტრს საკომიტეტო მოსმენაზე.

„თებერვალში ფინანსთა მინისტრი არ გამოცხადდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში. იგი დაბარებული იყო ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მოთხოვნით. თებერვალში და შემდეგ ივნისშიც ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამოცხადდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში. იგი დაბარებული იყო პირველ შემთხვევაში ფრაქციების: „დამოუკიდებელი დეპუტატების“ და „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ მიერ, ხოლო მეორე შეთხვევაში ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მიერ.

ივლისში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა არ შეასრულა „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფრაქციის მოთხოვნა და არ მოიწვია იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კომიტეტის სხდომაზე. ფინანსთა და ჯანდაცვის მინისტრებმა უხეშად დაარღვიეს კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი, რაც მათი იმპიჩმენტის საფუძველია. აღნიშნულ ფაქტებს ჯერ კიდევ თებერვალში გამოეხმაურა „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ და მოუწოდა პარლამენტს, დაეწყო იმპიჩმენტის პროცედურა. იუსტიციის მინისტრის არმოწვევით კი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი თავად არღვევს პარლამენტის რეგლამენტს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველო“ მიიჩნევს, რომ პარლამენტში მინისტრთა ვიზიტების სიხშირე აუცილებელია საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიზნით და შესაბამისად, აუცილებელია პარლამენტის მხრიდან ქმედითი რეაგირება მინისტრთა თითოეულ უარზე, მივიდნენ პარლამენტში და უპასუხონ შეკითხვებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა