კვლევა - რაც უფრო ხშირად იყენებენ ადამიანები საინფორმაციო წყაროებს, მით უფრო მეტ ცოდნას ფლობენ ვირუსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ

რაც უფრო ხშირად იყენებენ რესპონდენტები საინფორმაციო წყაროებს, მით უფრო მეტ ცოდნას ფლობენ ვირუსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ , - ამის შესახებ COVID 19- ის პანდემიის პირობებში, საქართველოს მოსახლეობის ცოდნის, რისკების აღქმის, პრევენციული ქცევისა და ნდობის მონიტორინგის შედეგებშია ნათქვამი.

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ არსებობს გარკვეული ნაპრალები რესპონდენტთა ცოდნაში, სამივე ტალღაში. საშუალოდ 27%-ს ან ჰგონია, რომ არსებობს კორონავირუსის სამკურნალო წამალი/ვაქცინა ან არაფერი იცის ამის შესახებ; საშუალოდ მესამედი აცხადებს, რომ არ იცის, გადაეცემა თუ არა ინფექცია ფეკალურ-ორალური გზით, ხოლო კიდევ დაახლოებით 16%-ს ჰგონია, რომ არ გადაეცემა; სამივე ტალღაში უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ჩვილები, 1-5 წლის ბავშვები და ორსული ქალები რისკ-ჯგფებს მიეკუთვნებიან

„რაც უფრო იზრდება რესპონდენტთა ასაკი, მით უფრო ვერ ახერხებენ რესპონდენტები სწორი ქცევების განსაზღვრას. სასოფლო ტიპის დასახლებებში ცხოვრება უარყოფით გავლენას ახდენს პრევენციული ზომების შესახებ ინფორმირებულობაზე.

ის რესპონდენტები, რომლებიც თვლიან, რომ ვირუსი მათთან ახლოსაა, უკეთ ინფორმირებულები აღმოჩდნენ იმათთან შედარებით, ვინც თვლის, რომ ვირუსი მათგან შორსაა“, - ნათქვამია მონიტორინგის შედეგებში.

კვლევის თანახმად, სამივე ტალღაში რესპონდენტების 90%-ზე მეტი აღნიშნავს, რომ ისინი კორონავირუსით დაინფიცირების პრევენციულ ზომებს ასრულებენ.

კვლევა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს და საქართველოს ოფისის და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს, ევროკავშირის და ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

კვლევის სამი ტალღის შედეგად, რომელიც 21 აპრილიდან 15 მაისის პერიოდში, თითოკვირიანი ინტერვალებით ტარდებოდა, საქართველოს 11 რეგიონის სრულწლოვანი (18 წლის და მეტი) მოსახლეობა გამოიკითხა. თითოეული ტალღა 1000 რესპოდენტს მოიცავდა. შერჩევის ცდომილება მთელი შერჩევისთვის ±3,1%-ია 95%-იანი სანდოობით.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს