აჭარაში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები იწყება

აჭარაში სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები იწყება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ტრენინგის მთავარი თემა დასუფთავების სამსახურის სწორი ფუნქციონირება და კოვიდ სტანდარტებთან თანხვედრა იქნება, რომელსაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სექტორს 18 ივლისიდან შესთავაზებს.

„ორკვირიან თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგებზე მონაწილეები ისეთ მნიშვნელოვან თემებზე გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას, როგორებიცაა კოვიდ სტანდარტების დაცვით სასტუმრო ნომრებისა და სხვა სივრცეების დასუფთავება, შრომითი უსაფრთხოება, სტუმართან სწორი კომუნიკაცია, სხვადასხვა ტიპის ქსოვილების, ზედაპირების რეცხვა-დასუფთავების სპეციფიკა და დასუფთავების სამსახურის როლი სასტუმროში.

ტრენინგები ბათუმში 26 ივლისამდე ჩატარდება. მას რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების დასუფთავების სამსახურების თანამშრომლები დაესწრებიან. არსებული ტრენინგი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სხვა ტრენინგ-სემინარების მსგავსად უფასო იქნება და ბათუმის შემდეგ ის ქობულეთში ჩატარდება. თეორიულ-პრაქტიკულ ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა რეგისტრაციისთვის აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს შემდეგ ნომერზე უნდა დაუკავშირდნენ 577 909 128.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა, ბოლო წლებში რეგიონში 3000-ზე მეტი ტურისტული სერვისის მიმწოდებლისთვის ჩაატარა ტრენინგები. გასულ წელს, ამ მიმართულებით არაერთი საჯარო ლექცია, სემინარი და თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგი გაიმართა, მათ შორის მთიან აჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და მარნების წარმომადგენლებისთვის», - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო