ანონსი  16 ივლისი

16 ივლისს, 09:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

16 ივლისს, 10:00 საათზე, სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

თემა: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2019 წლის საქმიანობის ანგარიში, მიღწევები, გამოწვევები, სამომავლო გეგმები.

მის: სასტუმრო "შერატონ გრანდ მეტეხი პალასი", თელავის ქ. N20.

16 ივლისს, 10:00 საათზე, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ საგანგებო განცხადებას გააკეთებს.

თემა: ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზვიად გამსაუხდიას საქმის გამოძიება, სადაც ოჯახს საქმის მასალებს არ აცნობენ - ოჯახის მიმართვა საკონსტიტუციო სასამართლოს.

მის: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

16 ივლისს, 10:30 საათზე, სოფელ ბანოჯაში მოსახლეობა წყლის პრობლემებთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას გამართავს.

მის: ქუთაისი, სოფელი ბანოჯა ​

საკონტაქტო: გია თევდორაძე-595 978 888

16 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

16 ივლისს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას განცხადება საქართველოსთან დიალოგზე, რომელიც სოხუმში დაპირისპირების საგანი გახდა. ეპიდსიტუაცია ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში რუსი ტურისტების მიღების საკითხი. ოკუპირებული აფხაზეთის „ჟურნალისტური კავშირის” საერთაშორისო ჟურნალისტურ ასოციაციაში წევრად მიღება.

მის: კოსტავას ქ.47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი. საკონტაქტო ტელ: 593 53 45 24

16 ივლისს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

16 ივლისს, 12:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

16 ივლისს, 12:00 საათზე, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს(EUGBC) ორგანიზებით, გაიმართება დიალოგი ბიზნესთან - “ბიზნესის განვითარების პერსპექტივები და კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობები”.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ძნელაშვილი, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია და სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი, ასევე საბჭოს წევრი კომპანიების წარმომადგენლები და ხელმძღვანელები.

მის: ჭავჭავაძის 37, მე-7 სართული, აქსის თაუერსის ღია სივრცე, შესასვლელი საცხოვრებელი თეთრი კოშკის ლობიდან

საკონტაქტო: ლელა გოგოლაძე -598 668806; მედეა ლაშხია - 555 38 68 98

16 ივლისს, 14:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: ვერა, სოფიკო ჭიაურელის 13

16 ივლისს, 14:00 საათზე, სახალხო დამცველი ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს.

მის: სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“, თელავის ქ.N20

16 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტსა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მის: თავისუფლების N2

16 ივლისს, 15:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, 1- სართული)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო