"თბილისის ზღვის პლაზაში“ „მიჰაუსი“ - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი იხსნება

17 ივლისს, „თბილისის ზღვის პლაზაში“ „მიჰაუსი“ - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტი იხსნება, რომლის 12 000 კვ/მ ფართობზე 60 000-მდე სამშენებლო და სარემონტო პროდუქტი მოიყრის თავს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „მიჰაუსიდან“ აცნობეს, ჰიპერმარკეტი მომხმარებელს პროდუქციის ამოუწურავ არჩევანთან ერთად კვალიფიციურ საკონსულტაციო მომსახურებასაც სთავაზობს, რადგან, მათი თქმით, ამის გარეშე ძალიან რთულია სწორად, ზუსტად და სათანადო რაოდენობით შეიძინოს, როგორც გამოცდილმა ასევე გამოუცდელმა მომხმარებელმა სამშენებლო თუ სარემონტო საშუალებები და ინსტრუმენტები.

„მიჰაუსის“ მენეჯერები აცხადებენ, რომ კონსულტანტები შესაბამისი ბრენდების წარმომადგენლების მიერ დატრენინგდნენ და სრულფასოვანი მომსახურებისთვის არიან მზად.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქციის ხარისხია, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, მომხმარებელს სწორად მიაწოდო ის პროდუქტი, რომელიც მას რეალურად სჭირდება. სწორედ ამ მიზნით გადავამზადეთ სპეციალისტები, რომელთა მომსახურების შედეგად მომხმარებელი ზედმეტ ფინანსურ და დროის დანახარჯებს აირიდებს თავიდან“, - აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი.

„ჰიპერმარკეტის ახლებური კონცეფცია სიახლეა ქართველი მომხმარებლისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ მშენებლობა/რემონტის სრული ციკლის დაგეგმვა ბევრად უფრო გაუმარტივდება. მომხმარებელი ერთ სივრცეში არამხოლოდ იყიდის საჭირო მასალებს, არამედ გამოცდის კიდეც მას; ნახავს რეალურად როგორ გამოიყენება ესა თუ ის მასალა და წინასწარ, ერთ სივრცეში დაგეგმავს მშენებლობის და რემონტის ეტაპებს, შეარჩევს მისთვის იდეალურ მასალებს. ინოვაციური სერვისები, რომლებსაც „მიჰაუსის“ შოურუმი სთავაზობს მომხმარებელს, უფრო გაამარტივებს და სასიამოვნოს გახდის მშენებლობის დაგეგმვის პროცესს.

„მიჰაუსში“ გვეყოლება დიზაინერები, რომლებიც მომხმარებლის სურვილის შესაბამისად შექმნიან ინტერიერის დიზაინს და 3D გამოსახულებით აჩვენებენ დამკვეთს VR სათვალის გამოყენებით. მეტი თვალსაჩინოება წარმოუდგენელია“, - აცხადებენ კომპანიაში.

ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ მომხმარებელს ასევე სთავაზობს სერვისს „Do It Yourself“ (გააკეთე შენ თვითონ). „DIY კონცეფცია კომუნიკაციაში აქტიურად გვექნება გამოყენებული. მომხმარებელსაც მუდმივად შევთავაზებთ ბლოგპოსტებს რემონტისა და მშენებლობის შესახებ და DIY პროექტების გზამკვლევებს“, - ამბობენ „მიჰაუსში“.

ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი, სადაც 21 ქვეყანაში წარმოებული 60 000 პროდუქტი გაიყიდება, 17 ივლისს, 15:00 საათზე გაიხსნება.

„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია