ფოთში, ნავსადგურის ტერიტორიაზე ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

ფოთში, ნავსადგურის ტერიტორიაზე, ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები აქციას მართავენ. მათ გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზა.

შეკრებილების განცხადებით, პორტის ტერიტორიაზე ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებები ღია წესით მუშავდება. მათივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ტრანსპორტირება უსაფრთხების ნორმების დარღვევით ხორციელდება. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მხრიდან სწრაფ რეაგირებასა და საკითხის მოგვარებას ითხოვენ.

,,ტვირთებს ღია წესით ამუშავებენ და ყველა მტვერი სახლში შემოდის. წლებია ამას ვაპროტესტებთ, მაგრამ შედეგი არაფერი არ არის. გუშინ, ჩვენი უბნის წარმომადგენელი შეხვდა ნავსადგურის გენერალურ დირექტორს, რომელიც უცხოელი ყოფილა, ასეთი დასკვნა გამოიტანა შეხვედრიდან, რომ მას არ აინტერესებს ეს საკითხი. მას შეუძლია, ერთადერთი შემოვლითი გზის პრობლემის მოგვარება, რომელიც ცოტა განტვირთავს ამ სიტუაციას. დანარჩენი მას არ აინტერესებს. ეკოლოგიურად ყველაფერი წესრიგში მაქვსო ამბობს, ამიტომ ჩვენ ჩართულობა გვინდა მთავრობის მხრიდან, რადგან შეთანხმება მთავრობასა და კერძო ბიზნესმენს შორის შედგა. აქ ვიქნებით, ვიდრე გარკვეულ შეთანხმებამდე არ მივალთ. თვითონ მერი არ მოსულა ჩვენთან, მოვიდა ვიცე-მერი კოტე თოფურია. მერია ვერაფერს ვერ გადაწყვეტს. კარგია ბიზნესის განვითარება, მაგრამ ეს ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა აქციის მონაწილემ როზა ხურცილავა.

აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივ ხელისუფლებაში კომენტარს არ აკეთებენ . აქციის მონაწილეები დაშლას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლებასთან გარკვეული შეთანხმება არ შედგება.

ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს